იხილეთ გაკვეთილის პრეზენტაცია
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
ნინო კილასონია 42001000817
საგანი: ქართულ ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური /კლასი: საშუალო/ მე -
11
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
გაკვეთილის თემა: ფიქრები ილია ჭავჭავაძის „კაცია -
ადამიანზე?!“
გაკვეთილის მიზანი: ქართ. XI.
5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ეპოქის ტექსტების
გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლემ უნდა გააანალიზოს,
როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის
დროს.
ქართ. XI. 10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა
სახის ესეს დაწერა.
ქართ. XI. 13. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადეკვატურად გამოიყენოს
სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. XI. 14. მოსწავლემ
უნდა შეძლოს წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან დავით გურამიშვილის
„დავითიანიდან“ მართლის თქმის პრინციპი, ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩემო კალამო“, და „ბედნიერი ერი“
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. გაკვეთილის თემისა
და მიზნის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
დაფა, შეფასების რუბრიკები
|
2 წთ
|
2.
|
აქტივობა
- ციტატები მოთხრობის დასაწყისიდან, შუა ნაწილიდან და დასასრულიდან.
მასწავლებელი კლასს უკითხავს 3 ციტატას მოთხრობის
დასაწყისიდან, შუა ნაწილიდან და დასასრულიდან და სთხოვს მათ, ახსნან, რით არის თითოეული
მნიშვნელოვანი
ა) „სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით
გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“
ბ) „შენ სცხოვრობ, რომ სვა და სჭამო და არა იმისთვის
სჭამ და სვამ, რომ იცხოვრო, ესე იგი, ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრულ“
გ) „ ეს მოთხრობა სარკე იყოს, მე, თუ გინდა, მთქმელი
ვიქნები. დააკვირდი, იქნება, გენიშნოს რამე. ესეც იცოდე, მარტო შენი მტერი დაგიმალავს,
შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ
გაისწორო და და ხალხში არ შერცხვე“
|
ზეპირი მსჯელობის
|
მთელი კლასი
|
შერჩეული ციტატები
|
3 წთ
|
3.
|
მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით, გონებრივი რუკის შევსება: რა საფრთხე შეიძლება
შეუქმნას ადამიანს სიმართლის დაუფარავად თქმამ? (მოსწავლეები იმსჯელებენ დასმულ
შეკითხვაზე და შეავსებენ გონებრივ რუკას)
|
გონებრივი რუკის შევსების
კოგნიტური სქემის შევსების
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, რუკა
|
3 წთ
|
4.
|
მსჯელობა მოთხრობის სტრუქტურული ელემენტების - პროლოგისა
და ეპილოგის დანიშნულებაზე.
(მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული წაეკითხათ
და გაეანალიზებინათ მოთხრობის ბოლო თავი. თუ როგორ გაართვეს ამ სამუშაოს თავი, ამის
დასადასტურებლად ისინი უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს: ) შეკითხვები მოცემულია დაფაზე
ა) როგორც იცით, XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში
საზოგადოების, ქვეყნის მიმართ კრიტიკული, მიუკერძოებელი დამოკიდებულება ი. ჭავჭავაძემ
დაამკვიდრა. იმსჯელეთ, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ეს? (რაც უფრო კრიტიკულია
ქვეყნის მდგომარეობა, მით უფრო კრიტიკული უნდა იყოს ამ მდგომარეობის ანალიზი, რათა
მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა მოხერხდეს, ვისთვისაც სიკეთე გინდა, იმას თვითშემეცნებაშიც
უნდა დაეხმარო)
ბ) ილია ჭავჭავაძე სიჭაბუკის დროინდელ ლექსებში ხშირად
საუბრობს „ურგები კვალის“ შესახებ, რაც ფუჭად განვლილ ცხოვრებას გულისხმობს. როგორ
ეხმიანება ეს ფრაზა თათქარიძეების ცხოვრებას?
გ) თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია, მაგრამ
რა უნდა მოჰყვეს ასეთ ცხოვრებას? საერთოდ, აქვს თუ არა მას გაგრძელება?
დ) აკაკი ბაქრაძის წერილის მიხედვით, ლუარსაბისა და
დარეჯანის უშვილობას ალეგორიული შინაარსი აქვს. როგორ გესმით ეს აზრი?
ე) პავლე მოციქული შეგვახსენებს: „ საზრდელი მუცლისათვის
და მუცელი საზრდელისათვის, ხოლო ღმერთმან ისიცა და ეგეცა განაქარვოს“. რა იხსნის
ადამიანს ასეთი გაქრობისაგან?
ვ) ფიქრობენ, რომ მხილების ნამდვილი სიკეთე მაშინ
იჩენს თავს, როცა იგი ნაკლის გამოსწორებას ისახავს მიზნად და სიკეთეს უხსნის გზას.
იმსჯელეთ, რამდენად ეხმიანება ამ თვალსაზრისს მოთხრობის ბოლო თავი.
ზ) მოთხრობის შესავლისა და ბოლო თავის მიხედვით იმსჯელეთ,
როგორ ადამიანს უწოდებს ილია „გულმოკლე პატრიოტს“ და ვის „ჭეშმარიტ მოყვარეს“
|
ზეპირი მსჯელობის, კითხვა - პასუხის
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, კომპიუტერი შეკითხვები
|
8 წთ
|
5.
|
ტექსტების
შედარება - ანალიზი
შევახსენებ მოსწავლეებს, რომ „ჭეშმარიტი მოყვრობის“
მაგალითს ჯერ კიდევ დ. გურამიშვილი უჩვენებდა ერს, როცა „ქართლის ჭირზე“ დაუფარავად
წერდა. „ქართლის ჭირი“ მოურჩენელ ჭირად დარჩა, თუმცა გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე, ვინც
მკურნალად მოევლინა ქვეყანას.
(მოსწავლეებს დაურიგდებათ დ. გურამიშვილის „დავითიანიდან“
ნაწყვეტი. მათ უნდა შეადარონ ის „კაცია - ადამიანის“ პროლოგსა და ეპილოგს) დაფაზე
დატანილ ვენის დიაგრამაზე მოსწავლეები ავსებენ მსგავსება - განსხვავებებს.
|
დიაგრამით შედარება
|
სამეულები
|
„დავითიანი“, სკოლის სახელმძღვანელო
|
10 წთ
|
6.
|
საშინაო
დავალების შემოწმება - მცირე ესე - ჩემი ხალხის
რა უარყოფით თვისებებს ვხედავ საკუთარ თავში?
|
ინდივიდუალური კითხვის
|
ინდივიდუალური
|
ესე
|
5წთ
|
გაკვეთილის
შეჯამება - მსჯელობა
ა) „კაცია ადამიანი?!“ ძალიან ქართული და , ამავე
დროს, ტრაგიკული მოთხრობაა. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რატომ?
ბ) ლუარსაბი ადამიანური თვისებების გამოხატულებაა
თუ მხოლოდ ქართველია? რატომ ფიქრობთ ასე?
გ) ლუარსაბი მხოლოდ მსუქანი და დიდი თავით წარმოგიდგენიათ
თუ შეიძლება გამხდარიც იყოს და „წიგნის ჭიაც“? რატომ?
გ) ლუარსაბობა შესაძლო ცხოვრების წესია, არსებობს
აქსიომა: ყველანაირი ცხოვრების წესი კარგია და მისაღებია, თუ არ არის ბოროტება, ძალადობა.
ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
დ) რას სთავაზობს მწერალი ადამიანებს ამ მოთხრობით?
|
კითხვა - პასუხის
|
პროექტორი, კომპიუტერი
|
7 წთ
|
||
7.
|
გაკვეთილის შეჯამების მიზნით, გონებრვი რუკის შევსება:
ა)
რას ნიშნავს თათქარიძეობა ( არაფრობის განსახიერება, დამყაყებული, ჭაობად ქცეული
ცხოვრება, უზომო სმა-ჭამა, მოჩვენებითი რწმენა, უმადლობა...)
ბ)
რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? (ღმერთს მიმსგავსებულობა, დაცემემდელი პირველხატთან
მიახლოება)
გ)
სადაა გზა ხსნისა? („იყვანით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი სრულ არს“)
(მოსწავლეები დაფაზე თითო წინადადებით ავსებენ გონებრივ რუკას და წარმოადგენენ თავიან მოსაზრებებს
დასმული შეკითხვის ირგვლივ)
|
გონებრივი რუკა
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, რუკა
|
3 წთ
|
8.
|
მოლოდინის ხის
შევსება (სამეულებად დაყოფილები დაწერენ 1 მოლოდინს - როგორ ფიქრობთ, რაში გამოგადგებათ დღევანდელ
გაკვეთილზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება) მოსწავლეებს დაურიგდებათ ფერადი ფურცლები,
რომლებზეც დაიტანენ თავიანთ მოსაზრებებს და აკრავენ ილიას სიბრძნის ხეზე
|
გონებრივი იერიშის
|
მთელი კლასი
|
ფერადი ბარათები, ფლიფჩარტი ხის გამოსახულებით
|
2 წთ
|
9.
|
საშინაო
დავალების მიცემა
დავალება ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა
და უნარების დიფერენცირებას.
მოსწავლეებმა
უნდა დაწერონ ესეები:
ა)ილია მართალი - ანუ მართლის თქმის პრინციპი „ჩემო
კალამოს“, „ბედნიერი ერის“, „კაცია - ადამიანის?!“
პროლოგისა და ბოლო თავის მიხედვით
ბ) ი.ჭავჭავაძე წერს: „ მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა?
რასაკვირველია, მოგეწყინა...“ ამ ფრაზის მიხედვით, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,
რომ მოთხრობა, მართლაც მოსაწყენია, ხშირ შემთხვევაში, არაფრისმომცემი, ამიტომ ის
სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით
მოსაზრება.
გ) „ ჩემო ლუარსაბ!“ - წერილი ლუარსაბ თათქარიძეს
|
დავალების შინაარსის წერილობითი სახით მიცემა
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, კომპიუტერი
|
1 წთ
|
10.
|
მოსწავლეთა
შეფასება
|
განმსაზღვრელი; განმავითარებელი
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკები
|
1 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ გააანალიზონ კონკრეტული
ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები და მათი გავლენა ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახულ პრობლემაზე
გააანალიზებენ ერთი ეპოქის ტექსტებში
ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს. შეადარებენ ერთი და იმავე თემების,
იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში
იმსჯელებენ ნაწარმოების სტრუქტურული ელემენტების (პროლოგი, ეპილოგი)
დანიშნულებაზე.
განსაზღვრავენ ნაწარმოების თემასა და იდეას. გააანალიზებენ პერსონაჟთა სახეებს.
იმსჯელობენ ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება
ეს პოზიცია ნაწარმოებში;
საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის შესაფასებელი კრიტერიუმები
კრიტერიუმები
|
ინდიკატორები
|
ქულები
|
აქტიური მონაწილეობა
გამართული და
სწორი მეტყველება
საკუთარი აზრის
დასასაბუთებლად წარმოდგენა
სხვისი აზრის
პატივისცემის დემონსტრირება
|
ყოველთვის მონაწილეობს
და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
გამართულად მეტყველებს.
აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს.
ყოველთვის დამაჯერებლად
და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებებს.
უსმენს სხვებს
და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
|
10 - 9
|
ყოველთვის მონაწილეობს.
გამართულად მეტყველებს და იყენებს სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. თითქმის
ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას. უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით.
|
8 - 7
|
|
ხშირად მონაწილეობს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, ნაკლებად გამართულად საუბრობს. ხშირად
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.
|
6 - 5
|
|
იშვიათად ან საერთოდ
არ მონაწილეობს. არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს გამართულად
საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. არ უსმენს სხვებს და არ უცდის საუბრის
დამთავრებას.
|
4 – 3 – 2 - 1
|
ესეს შეფასების
კრიტერიუმები
კრიტერიუმები
|
ინდიკატორები
|
ქულები
|
|
დავალების პირობის ადეკვატურად გაგება და გააზრება
|
დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული.
|
2
|
2
|
დავალების პირობა ზოგიერთ შემთხვევაში არაადეკვატურადაა გაგებული
|
1
|
||
ტექსტის ორგანიზება
|
ტექსტი კარგადაა
ორგანიზებული, სწორადა გამოყოფილი აბზაცები, რომლებიც ლოგიკურად და თანმიმდევრულად
უკავშირდება ერთმანეთს
|
2
|
2
|
ტექსტი კარგადაა
ორგანიზებული, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი, მაგრამ დარღვეულია მსჯელობის ლოგიკა
|
1
|
||
არგუმენტირება,
დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება
|
მსჯელობა არგუმენტირებულია
და გამყარებულია მაგალითებით
|
2
|
2
|
მსჯელობას აკლია
დამაჯერებლობა, ტექსტური მასალა მწირია
|
1
|
||
დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება
|
ნაშრომში მკაფიოდ
ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება
|
2
|
2
|
ნაშრომში ჩანს
დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ არ გამოვლინდა წიგნიერება/ ნაშრომში არ ჩანს დამოუკიდებელი
აზროვნება, მაგრამ გამოვლინდა წიგნიერება
|
1
|
||
მართლწერა
|
ნაშრომში არ არის
დაშვებული 9-ზე მეტი მორფოლოგიური, ორთოგრაფიული,სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომა
და სტილისტური ხარვეზი
|
2
|
2
|
ნაშრომში დაშვებულია
9-ზე მეტი მორფოლოგიური, ორთოგრაფიული,სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომა და სტილისტური
ხარვეზი
|
1
|